Tuesday, June 3, 2014

შეფასება

პორტფოლიოს რუბრიკა


4
3
2
1
სასწავლო პროცედურების დაგეგმვისას ვითვალისწინებთ სტანდარტებსა და ამოცანებს.

გეგმაში ახსნილია, თუ როგორ განაპირობებს გეგმით განსაზღვრული სამუშაოს შესრულება მოსწავლეების მიერ სტანდარტების და მიზნების მიღწევას, მაგრამ სქემატურია


სასწავლო პროცედურების დაგეგმვისას ვითვალისწინებთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.

გეგმაში ინტეგრირებულია სწავლების და  მოდელირების შესაძლებლობები, რომლებიც მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებასა და დახვეწაში დაეხმარება, მაგრამ არ იძლევა ყველა სქემის გააზრების შესაძლებლობას.



სასწავლო პროცედურების დაგეგმვისას ვითვალისწინებთ მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებს.


გეგმაში ზედაპირულად გამოიყენება მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები და მათი გამოყენება  მოსწავლეების ყურადღების მიზანმიმართულად კონცენტრირებას არ ემსახურება. შეკითხვები ძალზედ ზოგადია/ან არ ემსახურება საკითხის არსის გააზრებას.

სასწავლო პროცედურების დაგეგმვისას ვიყენებთ მრავალფეროვან პროდუქტებს

გაკვეთილის გეგმის მიხედვით, მოსწავლეებს ცოდნის დემონსტრირების ფორმებს შორის გარკვეული სახის არჩევანის უფლება აქვთ. ისინი ქმნიან პროდუქტებს და წარმოადგენენ ურთიერთდაკავშირებული დავალებებისა და აქტივობების მეშვეობით.  შემოთავაზებულია რამდენიმე ფორმა და მოსწავლეები მათგან არჩევენ.


სასწავლო პროცედურების დაგეგმვისას ვითვალისწინებთ განსხვავებებს მოსწავლეთა შესაძლებლობებში.

გეგმაში გათვალისწინებულია სხვადასხვა ტიპის მსწავლელთა საჭიროებები.


ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს შინაარსის ათვისებას.
გაკვეთილზე მოსწავლეები იყენებენ ტექნოლოგიებს თემატიკისა და ცნებების უკეთ გაგებისთვის, თემატიკის შესაბამისი უნარ-ჩვევებისა და სტრატეგიების განვითარებისთვის.



ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების ათვისებას.

ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს სწავლის პროცესს  21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებით, დავალებებისა და სასწავლო მასალის შესაბამისად. 


ტექნოლოგიების ინტეგრირება უზრუნველყოფს მოსწავლეთა და კლასის საჭიროებების დაკმაყოფილებას.

ჩემი მოსწავლეები, როგორც წესი, იყენებენ ტექნოლოგიებს, რომლებიც მათ ასაკობრივ ჯგუფს და მრავალი ტიპის შემსწავლელსა და სწავლის სტილს შეესაბამება.




გამოყენებული ტექნოლოგიების სპექტრი გონივრულად შერჩეულია, თუმცა  არსებულ შესაძლებლობებსა და კონკრეტულ გარემოებებს ზოგჯერ არ შეესაბამება.


შეფასების სტრატეგიები ეფუძნება სტანდარტებს და ამოცანებს.

შეფასების ფორმები ითვალისწინებს სტანდარტებს, სასწავლო ამოცანებს და შესწავლილ მასალას.


შეფასების სტრატეგიები მოსწავლეზეა ორიენტირებული.

გეგმის ფარგლებში მოსწავლეებმა შესაძლოა  მონაწილეობა მიიღონ შეფასების ფორმების შექმნაში და თანაკლასელების შეფასებაში ან თვითშეფასებაში.


  
შეფასების  ფორმები ემყარება ხარისხის განმსაზღვრელ გარკვეულ კრიტერიუმებს. მოსწავლეებს შეუძლიათ, ჩემი შეფასებები გამოიყენონ მათი მუშაობის ხარისხის გაზომვისთვის მოლოდინებთან შესადარებლად. შემოთავაზებულია მრავალფეროვანი აქტივობები, მაგრამ არ არის მითითებული, რა მიზნებისთვის.


შეფასების სტრატეგიები მრავალფეროვანი და მიმდინარეა.


ჩემს გეგმაში მოსწავლეების შეფასება იშვიათად და ტრადიციული მეთოდების გამოყენებით ხორციელდება, შეფასების ზოგიერთ მიზანს აკმაყოფილებს.


Text Box: ყველა უფლება დაცულია © ინტელის კორპორაცია, 2011 წელი. საავტორო უფლებები ვრცელდება ინტელზე, ინტელის ლოგოზე, ინტელის საგანმანათლებლო ინიციატივაზე, ინტელის სასწავლო პროგრამაზე ა.შ.შ.-ში და სხვა ქვეყნებში. *სხვა სახელსა და სავაჭრო ნიშანზე სხვა კომპანიის საკუთრების უფლება შეიძლება გავრცელდეს
c

No comments:

Post a Comment